საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე რუსეთთან მიმართებით საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკას ეხმაურება:
- როდესაც თავისუფალი სამყარო რუსეთზე ენერგოდამოკიდებულებას ანულებს, ხოლო შენ რუსულ საწვავზე და გაზპრომზე ჰკიდებ ქვეყანას;
- როდესაც თავისუფალი სამყარო ვაჭრობას ამცირებს, შენ კი პირველ სავაჭრო პარტნიორად ხდი;
- როდესაც თავისუფალი სამყარო სანქციებს უწესებს, შენ კი ხელის მოთბობას ცდილობ;
- როდესაც თავისუფალი სამყარო საჰაერო მიმოსვლას აჩერებს, შენ კი ხსნი;
- როდესაც თავისუფალი სამყარო ვიზებს უწესებს რუსეთის მოქალაქეებს, შენ კი პირიქით ყველაზე ლიბერალური რეჟიმი გაქვს;
როგორი ფეიკებიც არ უნდა ავრცელო, რამდენი მილიარდიც არ უნდა დახარჯო სახელის გარეცხვაში, კოლაბორაციონისტი ხელისუფალი ხარ და დაასრულებ ზუსტად ისე, როგორც მსოფლიოს ყველა მტერთან მოთანაშრომლე - ისტორიულ და საშვილიშვილო სირცხვილში,“- წერს გიორგი ქადაგიძე ფეისბუკზე.