ხულოს მუნიციპალიტეტში დიდთოვლობის გამო სასწავლო პროცესი 13 საჯარო სკოლაში შეფერხდა.

აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, სასწავლო პროცესი ასევე, შუახევის მუნიციპალიტეტის 7 და ქედის მუნიციპალიტეტის 7 საჯარო სკოლაში არ განახლდა.

აღსანიშნავია, რომ ყველაზე რთული ვითარება ქედის მუნიციპალიტეტში სოფელ პირველ მაისთან ცენტრალურ საავტომობილო გზაზე არის, სადაც მეწყრული პროცესი განვითარდა.