ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარელისში, გაწმენდითი სამუშაოების პარალელურად, სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. მაშველები 77 წლის მამაკაცს ეძებენ, რომელიც გუშინ ჩამოშლილ მეწყერში მოყვა. მამაკაცი ადგილობრივია. არსებული ინფორმაციით, ის პირუტყვს ეძებდა, როდესაც მეწყერი ჩამოწვა.

ადგილზე იმყოფება პოლიცია და საპატრულო პოლიცია.

შეგახსენებთ, რომ მიწის ჩამოშლა უხვმა ნალექმა გამოიწვია, რის გამოც ადგილზე სარკინიგზო მიმოსვლა შეფერხებულია.