სადგურ მარელისთან მეწყერის ჩამოწოლასთან დაკავშირებით, საქართველოს რკინიგზა სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ 2 ივლისის დილის ყველა რეისი გადადებულია.

„სადგურ მარელისთან ჩამოწოლილ მეწყერთან დაკავშირებით ჯერჯერობით წინასწარი გეოლოგიური დასკვნები არ გაკეთებულა. შესაბამისად, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნებისათვის დღეს მატარებლების ყველა რეისი გაუქმებულია - მგზავრობის საფასური მგზავრებს სრულად აუნაზღაურდებათ.

დილის ყველა რეისი გაუქმებულია, კერძოდ:

მაგისტრალური მიმართულებით მოძრავი მატარებლები:

#806 თბილისი-ბათუმი 06:30

#802 თბილისი-ბათუმი 08:00

#803 ბათუმი-თბილისი 08:10

#870 თბილისი-ზუგდიდი 08:40

#12 თბილისი-ოზურგეთი 08:50

#18 თბილისი-ქუთაისი 08:50

#873 ფოთი-თბილისი 07:20

#11 ოზურგეთი-თბილისი 09:00

#17 ქუთაისი-თბილისი 12:25

საგარეუბნო მატარებლები:

#6446 ხაშური-ზესტაფონი 06:50

#6417 ზესტაფონი-ხაშური 06:50“

სხვა რეისებთან დაკავშირებით, ინფორმაციას დამატებით მოგაწვდით, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.