თურქეთის ტერიტორიაზე, მდინარე ჭოროხზე, იუსუფელის ჰიდროელექტროსადგურის წყალსაცავის შევსების გამო, კავკასიძეების ციხე წყალში იძირება.

ექვთიმე თაყაიშვილი წიგნში „1917 წლის არქეოლოგიური ექსპედიცია სამხრეთ საქართველოში“ ამ ციხეს ოთხთა ეკლესიის ციხედ იხსენიებს და ტაბულებში დართული აქვს ფოტო წარწერით: „ციხე მდინარე ოთხთა ეკლესიის - წყლის მარცხენა ნაპირზე.“ ამავე წიგნში დამოწმებულია ამ ციხის ერთადერთი წარწერა, სადაც საყდრის აღმშენებელი და ციხის მფლობელი მურვან კავკასიძეა მოხსენიებული.

იუსუფელის ჰიდროელექტროსადგურის წყალსაცავის შევსების გამო, ჭოროხმა უკვე დაფარა ახალთას ეკლესია.

ფოტო: ბუბა კუდავა