საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე UFC-ს ჩემპიონის ტიტულის მფლობელ მერაბ დვალიშვილს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

„მთავრობის მეთაურმა სპორტსმენს გამარჯვება  მიულოცა, წარმატებები უსურვა და ქვეყნისთვის მოპოვებული გამარჯვების მნიშვნელობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი.

UFC-ს ჩემპიონმა ირაკლი კობახიძეს სიმბოლური საჩუქარი გადასცა“ – ნათქვამია ინფორმაციაში.