Forbes Spain-მა UFC-ის ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი, ილია თოფურია 30 წლამდე ასაკის ლიდერებს შორი დაასახელა. ღონისძიების მეორე დღე Crystal Gallery-ში გაიმართა, რომელსაც ქართველი ჩემპიონიც დაესწრო. მებრძოლი სცენაზე მსახიობ ჰიბა აბუკის თანხლებით გამოვიდა. ილია თოფურიამ საუბრისას ხაზი გაუსვა ფუნდამენტურ როლს, რომელიც შერეულ ორთაბრძოლებს მის ცხოვრებაზე აქვს. ასევე ისაუბა, თუ როგორ გამოიყენება შერეული ორთაბრძოლების გავლენა ფართო საზოგადოებაში ღირებულებების პოპულარიზაციისთვის. საუბარესპანური Forbes-ის რედაქტორი ანდრეს როდრიგესი უძღვებოდა.

ქართველმა მებრძოლმა აღნიშნა, რომ მისი გონება კონცენტრირებულია მომავალ ბრძოლაზე, რომელიც 26 ოქტომბერს აბუდაბიში გაიმართება. ილია თოფურიამ აუდიტორიას რჩევებიც გაუზიარა და აღნიშნა, რომ ნებისმიერს შეუძლია მიაღწიოს საკუთარ მიზანს, ამისთვის კი საკუთარი თავის ნდობა და რწმენაა საჭირო.  

აღსანიშნავია, რომ წარმატებული პროფესიული კარიერის შემდეგ ილია თოფურია პირველი მებრძოლია, რომელიც Forbes-ის მსოფლიოს 45-ვე გამოცემიგარეკანზე გამოჩნდა.

Forbes-ის 30 Under 30 ფესტივალი არის ღონისძიება, რომელიც ოცდაათ წლამდე უდიდეს ნიჭიერ ახალგაზრდებს აერთიანებს.