Wizz Air იმ მრავალ ავიაკომპანიას შორისაა, რომლებიც დაზარალდნენ გლობალური IT შეფერხებით. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, უნგრული ავიაკომპანია განცხადებას ავრცელებს.
„დღეს, როგორც ყველა სხვა ავიაკომპანია, Wizz Air-იც განიცდის მწვავე ტექნიკურ გამოწვევებსგლობალური IT-სისტემის მუშაობის შეფერხების გამო. Wizz Air-ის მომხმარებლებს, შესაძლოაპრობლემები შეექმნათ ავიაკომპანიის ვებგვერდისა და მობილური აპლიკაციის სერვისებისგამოყენებასთან დაკავშირებით.
Wizz Air-ის ონლაინ სერვისები, რომლებიც ამჟამად შეფერხებით მუშაობს:
- Wizz Air-ის ვებსაიტი და მობილური აპლიკაცია
- დაჯავშნის სისტემა
- ონლაინ შემოწმების სისტემა და ჩასხდომის ბარათის ჩვენება
- საკონტაქტო ცენტრები - ახალი ჯავშნები და არსებულში შეტანილი ცვლილებები
მიმდინარე შეფერხების პერიოდში, მგზავრებს ვთხოვთ, გამგზავრებამდე მინიმუმ 3 საათით ადრეგამოცხადდნენ აეროპორტში, რათა შეძლონ რეგისტრაცია, უსაფრთხოებისა და საპასპორტოკონტროლის პროცედურების სწრაფად გავლა. აეროპორტში უფასო რეგისტრაცია ხელმისაწვდომიაყველა მგზავრისთვის.
Wizz Air-ის გუნდი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მომხმარებლებისთვის მინიმუმამდედაიყვანოს ტექნიკური შეფერხებით გამოწვეული ზიანი“, - ნათქვამია განცხადებაში.