გლდანის რაიონი სპორტული სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაცია გრძელდება.

ამ ეტაპზე, შესაბამისი სარეაბილიტაციო სამუშაოები გლდანის მესამე მიკრორაიონის N72 კორპუსთან დასრულდა. შეიცვალა დაზიანებული ლითონის მავთულ-ბადეები, დაიგო ახალი ხელოვნური ბალახის საფარი და რეაბილიტირდა ყველა სხვა საჭირო ინვენტარი.

სპორტული მოედნის რეაბილიტაციისთვის ჯამში, 47 5010  ლარამდე დაიხარჯა.