დღეს, 30 ივნისს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ გლდანის რაიონში, ქერჩის ქ. N2 -თან წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.
კომპანიის ინფორმაციით, ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 30 ივნისს 11:00 საათიდან 30 ივნისის 19:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება
გლდანის რაიონში: ქერჩის ქუჩას, ქერჩის 1 შეს, ევგენი ხარაძის ქუჩას.
ასევე, კომპანიის ინფორმაციით კრწანისის რაიონში, კრწანისის II შეს. N37-თან , წყალსადენის ქსელზე წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელია გადაერთებითი სამუშაოების ჩატარება. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 30 ივნისს 10:00 საათიდან 1 ივლისის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
კრწანისის რაიონში:
კრწანისის N47-85(კენტი), N56-98 (ლუწი), კრწანისის II შესახვევს, კრწანისის III გასავალს, ა.ჯაფარიძის, გ.ვოლსკის, ორთაჭალის N77-135 ,(კენტი), N60-134(ლუწი), წინანაურის, ნადიკვარის III ქუჩებს.