თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს გიორგი ბაჩიაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 2,5 მლნ ლარის გირაოს გადახდა შეუფარდა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას ქვეყნის დატოვება აეკრძალა.
პროკურატურა დაკავებულისთვის 3 მილიონი ლარის გირაოს შეფარდებას ითხოვდა. გიორგი ბაჩიაშვილი სხდომას ესწრებოდა. მას ბრალად ედება „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი დიდი ოდენობით კრიპტოვალუტების მითვისება.
დანაშაული სასჯელის სახით 9-იდან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.