საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს(GCCA) წარმომადგენლებმა წალკის მუნიციპალიტეტში, სოფელ დარაკოვის  სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო-სამუშაო შეხვედრა გამართეს - ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს.

„ქართულ-სომხური სკოლის მოსწავლეებთან სამუშაო შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, სადაც GCCA-ის წარმომადგენლებმა მათთვის ყველა მნიშვნელოვან და საჭირო შეკითხვას გასცეს პასუხი. შეხვედრის თემა მოიცავდა როგორც კონკურენციის პოლიტიკას, ასევე მომხმარებლის უფლებების დაცვის საკითხებს.

GCCA-ის ინიციატივით, მიმდინარე წლის განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ყურადღება ეთმობა - კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების შესახებ, შშმ პირების, ეთნიკური უმცირესობების და რეგიონში მცხოვრები მომხმარებლების ინფორმირებულობის ხარისხის გაუმჯობესებას და მათ აქტიურ ჩართულობას. საგანმანათლებლო სექტორში, აღნიშნული მიმართულებით შეხვედრები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. GCCA-ის მიერ, მარტის თვეში, ასევე ჩანიშნულია შეხვედრა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კასუმლოს საჯარო სკოლის მოსწავლეებთან.

2025 წელს, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები გაიმართა - ახალქალაქში დაინტერესებულ მხარეებთან, რუსთავის #18 სკოლის,  თბილისის #98 და გარდაბნის #4 სკოლის მოსწავლეებთან.

საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრები სკოლებში სამომხმარებლო უფლებების დაცვის მიზნით, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს სასწავლო კვლევითი ცენტრის ორგანიზებით და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს“ - ნათქვამია ინფორმაციაში.