გადაჭარბებულ ხმაურზე ჯარიმები იზრდება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

კალაძის თქმით, გადაწყვეტილების მიზეზი გადამეტებული ხმაურისგან მოქალაქეების დაცვაა. მისივე თქმით, აღნიშნული სანქციები ამის პრევენციას ვერ ახდენს და მას გასართობი ადგილები არ იცავენ. 

"კანონპროექტის მიხედვით, აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტება პირველ შემთხვევაში, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით. იგივე ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, ფიზიკური პირი დაჯარიმდება 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირი დაჯარიმდება 5000 ლარის ოდენობით. მესამე და ყველა შემდგომ შემთხვევაზე, ფიზიკური პირი დაჯარიმდება 1000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირი 10000 ლარის ოდენობით", - განაცხადა კალაძემ მთავრობის სხდომაზე. 

კახა კალაძის თქმით, საკითხზე კონსულტაციები საქართველოს პარლამენტთან უკვე გიარა და მისი მხარდაჭერის იმედი აქვს.