ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრმა,  სამედიცინო პერსონალის, ექიმი-ნარკოლოგებისა და საპროცედუროს ექთნებისთვის კონკურსი გამოაცხადა – ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, პრიორიტეტი იმ პირებს მიენიჭებათ, ვინც ოპიოდური  ჩანაცვლების თერაპიის კერძო მიმწოდებლებთან მუშაობდნენ და აქვთ სახელმწიფო ორგანიზაციაში საქმიანობის გაგრძელების სურვილი.
საკონკურსო პირობების თანახმად, ექიმები და ექთნები, უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

საკვალიფიკაციო მოთხოვნები ექიმებისთვის:

• უმაღლესი სამედიცინო განათლება;
•სახელმწიფო სერტიფიკატი ნარკოლოგიაში;
•ნარკოლოგად მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
•2025 წლის პირველ აპრილამდე დაგროვებული მინიმუმ 20 უსგ ქულა;
•საოფისე პროგრამების ცოდნა;საკვალიფიკაციო მოთხოვნები ექთნებისთვის:
• პროფესიული სამედიცინო განათლება;
• ექთანად/მედდად მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
• კომპიუტერთან მუშაობის გამოცდილება.

საბუთების მიღება შესაძლებელია  - 15 სექტემბრის ჩათვლით, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში, ან ონლაინ, ელექტრონულ ფოსტაზე -  hr@mhpa.ge .

კონკურსის შესახებ, დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://tinyurl.com/5fxpka37“ – ნათქვამია ინფორმაციაში.