ფაბრიკას რეზიდენტები ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს სოციალური ქსელით ეხმაურებიან და აღნიშნავენ, რომ შექმნილი მდგომარეობის გამო წლის მთავარ ღონისძიებას, საშობაო ბაზრობას, აუქმებენ.

„ჩვენ, ფაბრიკას რეზიდენტებს, გვჯერა, რომ საქართველოს მომავალი მხოლოდ ევროპული გზით შეიძლება გაგრძელდეს და ამ გზაზე ყველა დაბრკოლება ერთად უნდა გადავლახოთ. ამიტომ, ყოველდღიურად ვდგავართ იმ ადამიანებთან ერთად, ვინც ამ რწმენას იზიარებს და არ ეგუება უსამართლობას.

ვთანხმდებით, რომ ამ დროს, შეუძლებელია დღესასწაულის განწყობაზე ვიფიქროთ. ის, რაც დღეს ქვეყანაში ხდება, საფრთხეს უქმნის ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვან ღირებულებებს — თავისუფლებას და შეუჩერებელ პროგრესს.

რეზიდენტების ერთობლივი გადაწყვეტილებით, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიგვაჩნია წლის მთავარი ღონისძიება - საშობაო ბაზრობა გავაუქმოთ, რომელიც ტრადიციულად, ფაბრიკას გახსნის დღიდან ყოველ წელს იმართებოდა“, - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

bpn.ge