ძლიერი ქარის გამო, თბილისის აეროპორტიდან ოთხი ფრენა გაუქმდა.
სამი რეისი სტამბოლის, ერთი კი ანტალიის მიმართულებით უნდა შესრულებულიყო:
- Turkish Airlines - სტამბოლი (05:50 საათი);
- Ajet - სტამბოლი (05:25 საათი);
- Pegasus - სტამბოლი (05:25 საათი);
- Pegasus - ანტალია (06:50 საათი).