უამინდობის გამო, მატარებლების რამდენიმე რეისი გაუქმდა. ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

„ძვირფასო მგზავრებო! საქართველოს რკინიგზა  გაცნობებთ, რომ  უამინდობის გამო,  უქმდება  საგარეუბნო მატარებლების რამდენიმე რეისი, კერძოდ:

25 თებერვალი - №6418 ხაშური-ზესტაფონი ;

25 თებერვალი - № 6445 ზესტაფონი -ხაშური;

26 თებერვალი - №682/681 ქუთაისი-ბათუმი;

26 თებერვალი - №684/683 ქუთაისი-ბათუმი;

26 თებერვალი - №613/614 ბათუმი-ოზურგეთი;

26 თებერვალი - № 6418/6417 ხაშური-ზესტაფონი;

26 თებერვალი - № 6446/6445 ხაშური-ზესტაფონი;

საქართველოს რკინიგზა ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო“ – ნათქვამია ინფორმაციაში.