გურიაში მატარებლების რამდენიმე რეისი გაუქმდა. მიზეზი დიდთოვლობაა. საქართველოს რკინიგზის განმარტებითღ, მგზავრებს ბილეთის საფასური სრულად აუნაზღაურდებათ.

"ძვირფასო მგზავრებო!საქართველოს რკინიგზა დამატებით გაცნობებთ, რომ გურიაში არსებული უამინდობის გამო, უქმდება მატარებლების რამდენიმე რეისი, კერძოდ:

23 თებერვალი - ქუთაისი-ბათუმი-ქუთაისის საღამოს რეისი;

25 თებერვალი - თბილისი-ოზურგეთი;

25 თებერვალი - რიონი-ქუთაისი-რიონი;

25 თებერვალი -ქუთაისი-ბათუმი-ქუთაისი;

25 თებერვალი -ბათუმი -ოზურგეთი-ბათუმი;

26 თებერვალი - ოზურგეთი-თბილისი;

26 თებერვალი - რიონი- ქუთაისი-რიონი;

საქართველოს რკინიგზა ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო. მგზავრებს ბილეთის საფასური სრულად აუნაზღაურდება," - აცხადებს საქართველოს რკინიგზა.

ასევე ამინდობის და დიდი თოვლის გამო, უქმდება შემდეგი რეისები:

24 თებერვალი - ოზურგეთი-თბილისი;

24 თებერვალი - ბათუმი-ოზურგეთი- ბათუმი;

24 თებერვალი - რიონი-ქუთაისი-რიონი;

24 თებერვალი - ქუთაისი-ბათუმი-ქუთაისი;

"შეგახსენებთ, რომ ქუთაისში მიმავალი მგზავრები, ოზურგეთის მიმართულებით მოძრავი მატარებლით რიონის სადგურამდე მგზავრობენ. ხოლო რიონის სადგურიდან ქუთაისი 1-ის სადგურამდე მგზავრობენ საგარეუბნო ელექტრომატარებლებით, რომელთა გრაფიკი მორგებულია თბილისი-ოზურგეთი-თბილისის მატარებლის განრიგს. შესაბამისად, 24 თებერვალს ოზურგეთი -თბილისის სამგზავრო რეისის გაუქმების შედეგად უქმდება რიონი-ქუთაისი-რიონის ელექტრომატარებელიც.საქართველოს რკინიგზა ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო.მგზავრებს ბილეთის საფასური სრულად აუნაზღაურდებათ," - განმარტავს "საქართველოს რკინიგზა".