დღეს თითქმის ნახევარი საუკუნე გავიდა, რაც „ჩაკრულომ” კოსმოსური მოგზაურობა დაიწყო – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო სოციალურ ქსელში წერს.
„დღეს თითქმის ნახევარი საუკუნე გავიდა, რაც „ჩაკრულომ” კოსმოსური მოგზაურობა დაიწყო. 1977 წლის 20 აგვისტოს, ფლორიდის შტატის კეიპ კანავერალის კოსმოსური ცენტრიდან, NASA-მ გაუშვა ხომალდი Voyager 2, რომელმაც შორეულ კოსმოსში „ოქროს ფირფიტა” წაიღო. ეს ფირფიტა წარმოადგენდა ერთგვარ გზავნილს დედამიწიდან, იმ შემთხვევაში, თუ როდისმე მას სხვა ცივილიზაცია აღმოაჩენდა. მასზე ჩაწერილი მუსიკით, ფოტოებითა და მისასალმებელი სიტყვებით, მპოვნელი შეძლებდა გაეგო, თუ როგორი იყო სამყარო, საიდანაც ეს ხომალდი გაუშვეს. სწორედ ამერიკელთა ჯგუფის მიერ შერჩეულ ეგზემპლარებს შორის იყო ქართული „ჩაკრულო”.
ასე იქცა უნიკალური ქართული მრავალხმიანობა კაცობრიობის საერთო გზავნილის ნაწილად“ – წერს აშშ–ის საელჩო „ფეისბუქზე“.