მეც­ნი­ერ­თა ჯგუ­ფი ვა­რა­უ­დობს, რომ დე­და­მი­წის შიდა ბირ­თვმა ბოლო 20 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ფორ­მა შე­იც­ვა­ლა.

პრო­ფე­სო­რი ჯონ ვი­და­ლი, რო­მე­ლიც ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და კვლე­ვას (მისი ნაშ­რო­მი გა­მოქ­ვეყ­ნდა სა­მეც­ნი­ე­რო ჟურ­ნალ­ში Nature Geoscience), თვლის, რომ ბირ­თვის სფე­რუ­ლი ფორ­მა ზო­გან დე­ფორ­მი­რე­ბუ­ლი იყო 100 მეტ­რით, ან მეტი სი­მაღ­ლით.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ დე­და­მი­წის ბირ­თვი მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს ას­რუ­ლებს ჩვე­ნი პლა­ნე­ტის არ­სე­ბო­ბა­ში. ის ქმნის მაგ­ნი­ტურ ველს, რო­მე­ლიც სფე­როს მზის რა­დი­ა­ცი­ის­გან იცავს.


შიდა ბირ­თვი თხე­ვა­დი გარე ბირ­თვი­სა და პლა­ნე­ტის სხვა ნა­წი­ლე­ბის­გან და­მო­უ­კი­დებ­ლად ბრუ­ნავს. ამ მოძ­რა­ო­ბის და მაგ­ნი­ტუ­რი ვე­ლის გა­რე­შე, დე­და­მი­წა შე­საძ­ლოა და­ღუ­პუ­ლი­ყო და გა­დაქ­ცე­უ­ლი­ყო უნა­ყო­ფო პლა­ნე­ტად. ხოლო შიდა ბირ­თვის ფორ­მის ცვლი­ლე­ბე­ბი შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს იმ ად­გი­ლებ­ში, სა­დაც მყა­რი ბირ­თვის კიდე ხვდე­ბა უკი­დუ­რე­სად ცხელ თხე­ვად მე­ტალს - გარე ბირ­თვს.

ჩვე­ნი პლა­ნე­ტის ინ­ტე­რი­ე­რი უკი­დუ­რე­სად იდუ­მა­ლი ად­გი­ლია. ბირ­თვი დე­და­მი­წის ზე­და­პი­რი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 6,5 ათა­სი კი­ლო­მეტ­რის და­შო­რე­ბით მდე­ბა­რე­ობს და მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლა მცდე­ლო­ბი­სა, მეც­ნი­ე­რებ­მა ჯერ ვერ მი­აღ­წი­ეს მას სრუ­ლად გა­მო­საკ­ვლე­ვად.


ზო­გი­ერ­თი მკვლე­ვა­რი მი­წისძვრე­ბის შე­დე­გად წარ­მოქ­მნი­ლი დარ­ტყმი­თი ტალ­ღე­ბის ვიბ­რა­ცი­ას ზო­მავს, თუმ­ცა ეს არ იძ­ლე­ვა მკა­ფიო დას­კვნე­ბის გა­კე­თე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას.

ახალ­მა კვლე­ვამ შე­ის­წავ­ლა მი­წისძვრე­ბის სე­ის­მუ­რი ტალ­ღე­ბი 1991-დან 2023 წლამ­დე. სწო­რედ ამის შე­დე­გად ივა­რა­უ­დეს, რომ დე­და­მი­წის შიდა ბირ­თვი დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში იც­ვლე­ბა.


სამ­ხრეთ კა­ლი­ფორ­ნი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის დე­და­მი­წის მეც­ნი­ერ­მა, პრო­ფე­სორ­მა ჯონ ვი­დალ­მა, იპო­ვა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა იმი­სა, რომ 2010 წელს შიდა ბირ­თვი შე­ნელ­და. გარ­და ამ აღ­მო­ჩე­ნი­სა, გუნ­დმა აღ­მო­ა­ჩი­ნა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა დე­და­მი­წის შიდა ბირ­თვის ფორ­მის ცვლი­ლე­ბის შე­სა­ხებ.

ეს სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს მეც­ნი­ე­რებს “გა­ა­კე­თონ უფრო მკა­ფიო შე­ფა­სე­ბა შიდა ბირ­თვის თვი­სე­ბე­ბის შე­სა­ხებ. მა­გა­ლი­თად: რო­გო­რი­ცაა სიბ­ლან­ტე, რო­მე­ლიც ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბად გა­სა­გე­ბი პა­რა­მეტ­რია თა­ნა­მედ­რო­ვე მეც­ნი­ე­რე­ბა­ში“.

რა­ტომ ხდე­ბა ეს?


პრო­ცე­სი შე­საძ­ლოა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იყოს დე­და­მი­წის მაგ­ნი­ტუ­რი ვე­ლის ცვლი­ლე­ბებ­თან.

ჯონ ვი­და­ლი სიფრ­თხი­ლით ეკი­დე­ბა იმ ვერ­სი­ას, რომ მის­მა აღ­მო­ჩე­ნებ­მა შე­საძ­ლოა მი­უ­თი­თოს იმა­ზე, რომ დე­და­მი­წის ბირ­თვის ბრუნ­ვის შე­ნე­ლე­ბამ, შე­საძ­ლოა დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში პლა­ნე­ტის შე­ჩე­რე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს.

“მეც­ნი­ე­რებს ჯერ კი­დევ ბევ­რი რამ არ ეს­მით. არ ვართ 100% -ით დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, რომ ამ ცვლი­ლე­ბე­ბის სწო­რად ინ­ტერპრე­ტა­ცი­ას ვა­კე­თებთ”, - თქვა მეც­ნი­ერ­მა.

წყა­რო:    ambebi.ge