მინდა, ყველას მოგილოცოთ დღევანდელი მნიშვნელოვანი დღე, პროექტის დასრულება. დღეს, ქუთაისში, 720 დევნილი ოჯახი მიიღებს ახალ, ღირსეულ საცხოვრებელს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა თითოეული ჩვენგანისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქუთაისში, დევნილი ოჯახებისთვის ბინების გადაცემასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს ნაბიჯი ასახავს დამოკიდებულებას, რომელსაც ხელისუფლება ამჟღავნებს.
„მინდა გავიხსენო, რომ იყო დრო, როდესაც ადამიანს და მის ღირსებას არ ჰქონდა არავითარი ფასი. ასეთი იყო ხელისუფლების დამოკიდებულება და ეს დამოკიდებულება რადიკალურად შეიცვალა 2012 წლის შემდეგ. დღეს, ხელისუფლების პირობებში, ადამიანი არის მთავარი ზრუნვის საგანი, ამაზე უნდა იყოს და არის ორიენტირებული მთლიანად ჩვენი პოლიტიკა. ის დამოკიდებულება, რაც ვახსენე, აისახებოდა დევნილების მიმართ მიდგომაზეც და დღეს რაც არის დამოკიდებულება, ეს ახალი დამოკიდებულებაც, სათანადოდ აისახება მიდგომებზე და ზრუნვაზე დევნილების მიმართ. დღევანდელი დღეც არის ამის მორიგი გამოხატულება. რაც შეეხება კონკრეტულად განსახლების საკითხებს, ამ მიმართულებითაც რადიკალურად შეიცვალა მიდგომები 2012 წლის შემდეგ, მიღებულ იქნა ახალი კანონი, დადგინდა კონკრეტული კრიტერიუმები, რომელთა საფუძველზეც სამართლიანად წარიმართება განსახლების პროცესი. ძალიან დიდი ინვესტიციები ჩაიდო ამ მიმართულებით, აშენდა არაერთი საცხოვრებელი, რითაც ისარგებლა ათასობით დევნილმა ოჯახმა. ამ პროცესის გაგრძელებაა დღევანდელი დღეც. პროექტები, რომლებიც დღეს მიმდინარეობს, თავისი მასშტაბით არის უპრეცედენტო. ერთდროულად 5 ქალაქში, გარდა ქუთაისისა, თბილისში, რუსთავში, ზუგდიდსა და ბორჯომში, ათასობით ოჯახისთვის შენდება ახალი საცხოვრებელი. ამ ყველაფრის ჯამური ბიუჯეტი შეადგენს 6 000 000 ლარს. დამეთანხმებით, რომ უპრეცედენტო თანხმები იხარჯება იმისათვის, რომ ჩვენ შევძლოთ დევნილებისთვის ღირსეული საცხოვრებლის გადაცემა. ასევე, წარმატებით ხორციელდება „სოფლად სახლის“ პროექტიც, რომლის ფარგლებში 12 000-მა ოჯახმა უკვე შეიძინა საკუთარი სახლი ეზოთი და მიწის ნაკვეთით. ესეც არის მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ახალი მშენებლობების პარალელურად გვეხმარება განსახლების პოლიტიკის სწორად წარმართვაში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
,,ქუთაისში, 720 დევნილი ოჯახი მიიღებს ახალ, ღირსეულ საცხოვრებელს''- ირაკლი კობახიძე
სამხრეთ კავკასიის რეგიონი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში კონფლიქტების ზონა იყო, მშვიდობის ზონა ხდება - ილჰამ ალიევი
რუსეთს სომხეთის რკინიგზის აზერბაიჯანთან და თურქეთთან დაკავშირებაში მონაწილეობა სურს
რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა აღარ შეიქმნება, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროები კი, სავარაუდოდ, ისევ გაერთიანდება
ევროკავშირის გაფართოების ახალ გეგმაში საქართველო კვლავ არ ფიგურირებს - რეფორმებზე ევროკავშირი ოქტომბერში იმსჯელებს
შეიძლება, ბიზნესში მოვსინჯო ჩემი ძალები - მამუკა მდინარაძე