საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა დაადასტურა, რომ ფედერაციას სომხეთთან ერთა ლიგის პლეი ოფის მატჩის გამართვა „დინამო არენაზე“ სურს, თუმცა ყველაფერი მათზეა არაა დამოკიდებული.

„დიახ, შემიძლია დავადასტურო, რომ სომხეთთან ერთა ლიგის პლეი ოფის მატჩის გამართვა „დინამო არენაზე“ გვსურს და ამის შესახებ უეფა-ს ვაცნობეთ, მაგრამ ეს ჯერ მხოლოდ ჩვენი სურვილია.

ყველას მოეხსენება, „დინამო არენაზე“ თამაშების გამართვას გარკვეული ფაქტორები აფერხებდა. იმედია, ეს საკითხები დროულად მოგვარდება, რადგან თითოეული ჩვენგანს უნდა, ამ სტადიონზე ვითამაშოთ.

ეს პრობლემები სტადიონის მეპატრონემ უნდა მოაგვაროს და იმედია, ასეც იქნება, ამით ყველა ვართ დაინტერესებული“, – განაცხადა ლევან კობიაშვილმა.

საქართველოს ნაკრები სომხეთს ერთა ლიგის პლეი ოფის პირველ მატჩში 20 მარტს ერევანში შეხვდება, ხოლო 23-ში საქართელოში უმასპინძლებს.