პარლამენტთან აქციის მონაწილეების წინააღმდეგ პოლიცია ამ წუთებში წყლის ჭავლს იყენებს.

მანამდე, შსს-მ აქციის მონაწილეები სპეციალური ხმოვანი სიგნალით გააფრთხილა და დაშლისკენ მოუწოდა.

პარლამენტთან შეკრებილები „ქართული ოცნების“ დღევანდელ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ საბოლოოდ თქვა უარი ქვეყნის ევროპულ კურსზე.

აქციის მონაწილეები ქვეყანაში ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.

1tv.ge