ჭიათურაში, პროტესტის მე-13 დღეს, ერთმა მაღაროელმა პროტესტის ნიშნად თვალები ამოიკერა, მეორემ ვენები გადაიჭრა. სასწრაფო დახმარების მანქანამ ის საავადმყოფოში გადაიყვანა. ინფორმაციას „აუწყებელი“ ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ მანამდე ერთ-ერთმა გაფიცულმა კი პირი ამოიკერა. მათ პროტესტის ამ ფორმებს მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო მიმართეს.

მაღაროელები კომპანიისგან ხელფასის გაზრდას და ახალი გრაფიკის გადახედვას მოითხოვენ.

გაფიცულ თანამშრომლებსა და კომპანიის წარმომადგენლებს შორის რამდენიმე შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ მაღაროელები ანაზღაურების გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, მათ შორის კუთვნილ შვებულებებს და ბიულეტენზე გასვლისას ანაზღაურების მიღებას  ითხოვენ.