ჭიათურაში მაღაროელები გაიფიცნენ. ისინი ანაზღაურების გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, მათ შორის კუთვნილ შვებულებებს და ბიულეტენზე გასვლისას ანაზღაურების მიღებას  ითხოვენ. ინფორმაციას ამის შესახებ ჟურნალისტი მარიამ ნიკურაძე ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, დიდ მაღაროებში მუშაობა პარალიზებულია. გაფიცულები ჭიათურის ცენტრში ტრადიციულად მერიის წინ არიან შეკრებილები.

მაღაროელების მოთხოვნები 14 პუნქტისგან შედგება

  • ძველი სამუშაო გრაფიკი
  • ინფლაციის მატება
  • ბიულეტენი ანაზღაურება 100%-ით
  • კუთვნილი შვებულება
  • სადაზღვევო კომპანიის შეცვლა
  • ყველა 60% თანამშრომლის სამსახურში დაბრუნება
  • შპს-ების გაუქმება
  • ნაყოფიერ შრომაზე წამახალისებელი დანამატი (ყველასთვის)
  • ჭიათურისთვის ქალაქის სტატუსის მინიჭება
  • ქალაქის ეკოლოგიური საკითხის მოწესრიგება
  • სპეც ტანსაცმლის აღჭურვილობის მოწესრიგება
  • პაიკის მთლიანად შეცვლა და გაუმჯობესება
  • საპენხიო დანაზოგის გაქუმება
  • საშემოსავლოს შემცირება