ზაფხულის დადგომასთან ერთად, აქტუალური ხდება კითხვა - „რა წავიკითხო?“ პასუხის საძიებლად კი გადავავლებთ ხოლმე თვალს წლის განმავლობაში ჩანიშნულ, ჩანაწერებში შენახულ, გულდასმით შედგენილ სიას ან თაროებზე განლაგებულ, მტვერდადებულ წიგნებს. თითქოს არჩევანი იმდენად დიდია, რომ წიგნის გადმოღება და მისი კითხვის დაწყება მარტივი უნდა იყოს, მაგრამ ხშირად ასე არ ხდება. ჩვენ ყოველთვის ვეძებთ ისეთ ლიტერატურულ თავგადასავალს, რომელიც რაღაც ახლის აღმოჩენაში დაგვეხმარება. ასეთ მოგზაურობებში კი „მეგზურები“ მნიშვნელოვან როლს თამაშობენ.

სწორედ ასეთ ახალ თავგადასავლებში სამოგზაუროდ, მოსწავლეებსა და ახალგაზრდებში კითხვის პოპულარიზაციისთვის, საქართველოს ბანკმა იდეათეკის ახალი კამპანია - „ჩაინიშნე საკითხავი - გახდი თანამგზავრი წიგნების სამყაროში” - დაიწყო.

კამპანიის ფარგლებში ბანკმა უნიკალური დიზაინის მქონე წიგნები შექმნა, რომელთა მეშვეობით კითხვის მოყვარულებს შესაძლებლობას აძლევს, ლიტერატურულ სამყაროში, მათთვის საყვარელ, ხელოვნების სფეროს 5 წარმომადგენელთან: დათო ტურაშვილთან, დათო გორგილაძესთან, ანა კორძაია-სამადაშვილთან, ნინი ნუცუბიძესთან და კოკო როინიშვილთან ერთად იმოგზაურონ.

ხალი თავშესაქცევი ისტორიებისა და თავგადასავლების აღმოსაჩენად, 10 წიგნი შეირჩა. თითოეულმა „მეგურმა“ კი მათთვის საყვარელი და გამორჩეული წიგნი აირჩია დასამახსოვრებელი ფრაზების, წიგნის ნაწილების თუ ახალი იდეების მიხედვით, რომლებმაც ისინი დააფიქრა, არსებული რწმენა-წარმოდგენები შეაცვლევინა, ან რაღაც ახალი აღმოაჩენინა...

საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი, უნიკალური დიზაინის მქონე 10 წიგნი

მწერლების, რეჟისორებისა და მუსიკოსების ნააზრევის მკითხველამდე მისატანად კი საქართველოს ბანკმა ხელით მოხაზული ჩანაწერები უნიკალურ დიზაინად აქცია, რომელიც ლიტერატურულ მოგზაურობაში მკითხველს „გიდობას“ გაუწევს.

სპეციალური სანიშნები შესაძლებლობას მისცემს მკითხველს, იპოვონ მათი საყვარელი ხელოვანებისმოსაზრებები გარკვეულ მონაკვეთებთან, ფრაზებთან თუ ეპიზოდებთან დაკავშირებით, გაეცნონ მათ კომენტარებს, გაიაზრონ ან ახლებურად გადაიაზრონ სხვადასხვა იდეები, გაიზიარონ საყვარელი მწერლების, რეჟისორებისა თუ მუსიკოსების ფიქრები და ემოციები.

სპეციალური დიზაინის მქონე ათივე წიგნი ექსკლუზიური ხასიათის იქნება და შეზღუდული ტირაჟით გამოიცემა. კითხვის მოყვარულები მათ შეძენა სულაკაურის მაღაზიებსა და extra.ge-ზე შეძლებენ.

თუმცა, საქართველოს ბანკის იდეათეკის თაროებზე აღნიშნული წიგნები სამუდამოდ დაიდებენ ბინას და შესაძლებლობას მისცემენ პატარა მკითხველებს, ჯადოსნური მოგზაურობის თანაზიარნი გახდნენ.

საქართველოს ბანკის იდეათეკების პროექტი 2019 წლიდან ხორციელდება და ის ინტერესიანახალგაზრდებისთვის ქმნის ახალი აღმოჩენების, შემეცნებისა და განვითარების სივრცეს. სწორედ ამ მიზნით, ყოველი იდეათეკა აღჭურვილია მრავალფეროვანი ბიბლიოთეკით, განათლების მისაღებად საჭირო თანამედროვე ინსტრუმენტებით - კომპიუტერებითა და პროექტორით, STEM კუთხით. შედეგად, დღეს საქართველოს ბანკის იდეათეკა საქართველოს 9 რეგიონის 22 სკოლაში ფუნქციონირებს და 12 000-ზე მეტ ახალგაზრდას აძლევს წვდომას შემეცნებისა და აღმოჩენებისთვის საჭირო ყველა საგანმანათლებლო ინსტრუმენტზე. 

საქართველოს ბანკის მიერ კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული ინიციატივების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ ვებგვერდს: crs.bog.ge