17-18 ივნისს, თბილისში, პირველი ფართომასშტაბიანი ეკო-ვეგანური „ბუნება ფესტივალი“ გაიმართა, რომელსაც 2000-ზე მეტი ადამიანი დაესწრო.

ფესტივალის მიზანი იყო მეტად ჰუმანური და მდგრადი სამყაროს შექმნა ცხოველებისთვის, პლანეტისთვის და ადამიანებისთვის. სტუმრებს არა მხოლოდ მცენარეული საკვების დაგემოვნებისა და მარკეტში ორგანული პროდუქციის შეძენის საშუალება ჰქონდათ, არამედ, დაესწრნენ ვორქშოფებს, ექსპერტებისგან გაიგეს ინფორმაცია: მდგრად ცხოვრების სტილზე, ცხოველების უფლებებზე, ეთიკურ ცხოვრებაზე, სოციალურ პასუხისმგებლობასა და ჯანსაღ კვებაზე.

ფესტივალის ერთ-ერთი უპირატესობა მრავალფეროვანი ვეგანური სამზარეულო იყო. „ბუნების" კვების ზონაში სტუმრებს შეეძლოთ, დაეგემოვნებინათ ქალაქის საუკეთესო ვეგანი შეფებისა და კაფეების კერძები. ბურგერები, ჰოთ-დოგები, ღვეზელები, ნამცხვრები თუ სხვა საკვები ყველაზე უფრო ენის ყველაზე უფრო მკაცრ რეცეპტორებსაც კი დააკმაყოფილებდა. დამსწრეებმა დააგემოვნეს მცენარეული ხორცისგან მომზადებული ხინკლები და ხვეულები, ასევე ცხვრისა და ძროხის ხორცის ალტერნატივები. ამასთან ერთად, მარკეტის განყოფილებამ ადამიანებს სხვადასხვა ადგილობრივი თუ საერთაშორისო ვეგანური და ორგანული პროდუქტები შესთავაზა.

ფესტივალის ორგანიზატორი იყო „ვეგან ჯორჯია", არაკომერციული ორგანიზაცია, რომელსაც მხარი დაუჭირეს: თბილისის მერიამ, Anima International-მა და Santal-მა, რომელიც მცენარეულ რძეებსა და წვენებს აწარმოებს.