ბევრი ვირუსული კონტენტი გვინახავს და მათ შორისაა ბუხრის ვიდეოც, რომელზეც ავტორი ამბობს, რომ იუთუბზე რეკლამებიდან 1 მილიონ დოლარზე მეტის შემოსავალი მოუტანა. Fireplace 10 Hours ათი წლის წინ 2016 წლის 2 ოქტომბერს ატვირთა ამავე სახელწოდების არხზე. ზუსტად იმას მოიცავს, რასაც სახელი გვპირდება — ბუხრის ვიდეოს ნაზი მოძრაობებითა და ხმებით, რომელიც 10 საათი გრძელდება.
ყურადღება კი X-ზე განთავსებული პოსტით მიიპყრო, იმის ჩვენებით, თუ რამდენად უპრეცედენტო შეიძლება იყოს ონლაინ შემოსავლები. ხოლო კონკრეტული ციფრი ონლაინ ინსტრუმენტი Social Blade-ის მიხედვით გამოითვალეს, რომელიც პოტენციურ შემოსავალს ნახვების რაოდენობის, რეკლამების საშუალო მაჩვენებლებისა და შედეგების მიხედვით ადგენს, რადგან იუთუბი არ ამჟღავნებს კონკრეტული ვიდეოების შემოსავლებს.
ამ ბუხრის წარმატების გასაღები კი, როგორც ამბობენ, მისი ხანგრძლივობა იყო — ძირითადად პასიურად ვრთავთ ხოლმე და საათობით არის ჩართული ფონური ხმის შესაქმნელად, ასე კი ყურების საერთო დრო და რეკლამის რაოდენობაც იზრდება, განსაკუთრებით ზამთარში, სადღესასწაულო სეზონზე… მიუხედავად ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ ყველა ნახვა მონეტიზირებული არ არის და შემოსავალი იმაზეა დამოკიდებული, ჩართული იყო თუ არა რეკლამები მუდმივად ან აკმაყოფილებდა თუ არა YouTube Partner Program-ის მოთხოვნებს.