2023 წელს, მარტიდან აგვისტოს ჩათვლით, 44,059 ვაკანსია გამოქვეყნდა jobs.ge-ზე, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარე-ბით, 10.2%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

PMC Research-ის მიერ მომზადებულ „დასაქმების თრექერის“ მიხედვით, 2023 წლის აგვისტოში გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობა 1.5%-ით მეტია 2023 წლის ივლისში გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობასთან შედარებით.

2023 წელს, მარტიდან აგვისტოს ჩათვლით, 8,048 ვაკანსია გამოქვეყნდა ფინანსების, სტატისტიკის კატეგორიაში, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 37.5%-ით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 90.9%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

2023 წელს, მარტიდან აგვისტოს ჩათვლით, 11,312 ვაკანსია გამოქვეყნდა გაყიდვების, შესყიდვების კატეგორიაში, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2.1%-ით ნაკლებია, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 62.2%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

2023 წელს, მარტიდან აგვისტოს ჩათვლით, 10,337 ვაკანსია გამოქვეყნდა ადმინისტრაციის, მენეჯმენტის კატეგორიაში, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 26.0%-ით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 66.5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.