სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია „ველნესკურორტ ბიოლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე სროლის ხმისა და სავარაუდო უკანონო ნადირობის ფაქტების შესახებ.
აღსანიშნავია, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის მსგავსი ინფორმაციით არავის მოუმართავს და სავარაუდო სამარალდარღვევის შესახებ შეტყობინება არც სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) დაფიქსირებულა.
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსებისდაცვის მინისტრის ბრძანება №95-ის (ცხოველთასამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვითმოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვისდაშვებული იარაღისა და მოწყობილობებისჩამონათვალის შესახებ დებულების დამტკიცებისთაობაზე. 2013 წლის 27 დეკემბერი) თანახმად - ნადირობა აკრძალულია საქართველოს ქალაქებისადმინისტრაციულ საზღვრებში, სახელმწიფონაკრძალებში, ეროვნულ პარკებში, ასევესახელმწიფო ნაკრძალების გარშემო 500-მეტრიან დაეროვნული პარკების გარშემო 250-მეტრიან ზონებში. ნადირობა ასევე აკრძალულია სამინისტროს საჯაროსამართლის იურიდიული პირის – ველური ბუნებისეროვნული სააგენტოს მართვაში/სარგებლობაშიარსებული საშენი მეურნეობების ფართობებზე.
ვინაიდან „ველნეს კურორტი ბიოლი“ და მისიმიმდებარე ტერიტორია მოქცეულია თბილისისადმინისტრაციულ საზღვრებში, აღნიშნულტერიტორიაზე ნადირობა აკრძალულია.
უკანონო ნადირობის პრევენციის მიზნითდეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით, მათშორის თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებშიც, გამკაცრებულ კონტროლს ახორციელებენ. შედეგად, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონისგახსნიდან 2 თვეში, მხოლოდ თბილისისადმინისტრაციულ საზღვრებში ნადირობის წესებისდარღვევის 10 ფაქტია გამოვლენილი.
„ველნეს კურორტი ბიოლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე სავარაუდო უკანონო ნადირობისფაქტების შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაციისგავრცელებისთანავე კი, დეპარტამენტის მიერაღნიშნული ტერიტორია მკაცრ კონტროლზეააყვანილი - გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების ეკიპაჟები ინტენსიურ რეჟიმში ახდენენ პატრულირებას და სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში შესაბამის რეაგირებას მოახდენენ.
ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.