ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ალერგიის და იმუნოლოგიის ცენტრის 15- 21 მაისის მცენარეული ალერგენების გავრცელების პროგნოზს აქვეყნებს.
„პროგნოზის მიხედვით, „მუხის (Quercus) და წიფლის (Fagus) მტვრის მარცვლების კონცენტრაცია არ შეიცვლება და დაბალ ნიშნულზე შენარჩუნდება. ფიჭვის (Pinus) მტვრის მარცვლები დაბალ ნიშნულზე დაფიქსირდება, თუმცა მის მტვრის მარცვლებს არ აქვს ალერგენული თვისებები.
ცხენისწაბლას (Aesculus) მტვრის მარცვლები მცირე რაოდენობით იქნება შეწონილი ჰაერში. ერთეული სახით დაფიქსირდება ჯვაროსნების (Brassicaceae) და მჟაუნას (Rumex) მტვრის მარცვლები.
ერთ-ერთი მაღალი ალერგენული თვისებების მქონე ბალახოვანი მცენარეების, მარცვლოვნების (Poaceae) მტვრის მარცვლების კონცენტრაცია არ შეიცვლება და მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდება.
სოკოვანი ალერგენების: ალტერნარიას (Alternaria) და კლადოსპორიუმის (Cladosporium) სპორების კონცენტრაცია არ შეიცვლება და დაბალ ნიშნულზე დაფიქსირდება“, - წერს კულუმბეგოვი
ბიძინა კულუმბეგოვი მიმდინარე კვირის მცენარეული ალერგენების გავრცელების პროგნოზს აქვეყნებს
თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის საქმეზე მსჯავრდებულებმა - მხეიძემ და ხაინდრავამ საპატიმრო დატოვეს
„ოკუპაციის საერთაშორისო დღის წესრიგი სუსტდება, ევროპული მიზანი ქრება, საქართველო პარტნიორების გარეშე რჩება...“ - აქუბარდია კობახიძის გამოსვლაზე
ირაკლი კობახიძის გზავნილები გაეროს ტრიბუნიდან
ირაკლი კობახიძე ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა
საქართველო სამხრეთ კავკასიისა და შუა დერეფნის განუყოფელი ნაწილია - ირაკლი კობახიძე
მსოფლიოს საუკეთესო აეროპორტის ლაუნჯები
1790269200