იანვარში, ბათუმში 1 049 ბინა გაიყიდა, რაც გასული წლის იანვართან შედარებით 3.2%-ით გაზრდილია. ინფორმაციას Colliers Georgia განახლებულ საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვაში აქვეყნებს.
მიმდინარე წლის პირველ თვეში ბაზრის ზომა 17.4%-ით 57 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა.
გარდა ამისა, ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 8%-ით გაიზარდა და მ²-ზე 1,130 აშშ დოლარი შეადგინა. ძველი ბინების შემთხვევაში კი მაჩვენებელი 16.2%-ით, მ²-ზე 1,100 აშშ დოლარამდე გაიზარდა.
„ბათუმში 2025 წლის იანვარში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 3%-ით გაიზარდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 5.7%-იანი ზრდა დაფიქსირდა“, - აღნიშნულია მიმოხილვაში.