ბათუმი-თბილისის მიმართულებით მატარებლის მოძრაობა აღდგა.

მგზავრები მატარებელს ბათუმის რკინიგზის სადგურში 4 საათის განმავლობაში ელოდებოდნენ.

რკინიგზის ადმინისტრაციამ გაავრცელა განცხადება, რომ ძლიერი ქარის გამო, მახინჯაურის მონაკვეთზე საკონტაქტო ქსელი ხეებმა დააზიანა. მომხდარის გამო შეყოვნება ჰქონდა რამდენიმე რეისს