გირჩი-მეტი თავისუფლების განცხადებით, ინდივიდუალური თავისუფლების აკადემიის ბანაკს დაახლოებით 60 ორკი დაესხა თავს.

მათივე თქმით, პოლიცია გამოძახებულია, თუმცა ჯერ არ მისულა.

"ხალხო, წარმოუდგენელი ამბავი ხდება ჩვენს თავს დილიდამ

ბორჯომის სასტუმროში, სადაც ჩვენი ბანაკი მიმდინარეობს, 60-მდე ადამიანი მივარდა და გაურკვეველ რაღაცებს ჰყვირიან." - წერს პრესსამსახურის უფროსი, ანა ყურაშილი.

გირჩი-მეტი თავისუფლება ფიქრობს, რომ ძალადობრივი ჯგუფის მიერ ბანაკზე თავდასხმა ქართული ოცნებისა და TV იმედის პროპაგანდასთან არის დაკავშირებული.

"ამ ბანაკების საშუალებით, ვესაუბრებით ახალგაზრდებს და უკვე მიზანმიმართულად, საკმაოდ დიდი ხანია, იმედი და მთელი ქართული ოცნების მედია პროპაგანდა ცდილობს დისკრედიტაციას, ერთი მხრივ, ამ ბანაკების, ლიბერალური აკადემიის, რადგან მათ სურთ, დააშინონ ამ ბავშვების მშობლები, ეს ბავშვები, რათა აღარ ჰქონდეს აღარავის სურვილი, რომ წამოგვყვეს და ჩვენი იდეების შესახებ მათ მოისმინონ. ეს უფრო განავითარეს მათი ამ დისკრედიტაციული კამპანიის ხასიათი და უკვე ფიზიკურად შეგვიქმნეს საფრთხე" - ამბობს პარტიის წევრი, ბადრი გრიგალაშვილი TV ფორმულასთან საუბრისას.