Interfax News-ის ცნობით, აზერბაიჯანში მაიმუნის ყვავილის (mpox) პირველი შემთხვევა დადასტურდა.
აზერბაიჯანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ინფიცირებულია აზერბაიჯანის 22 წლის მოქალაქე, რომელიც 2-11 იანვარს საზღვარგარეთ იმყოფებოდა. დაბრუნებიდან რამდენიმე დღეში, მას დაავადების სიმპტომები გამოუვლინდა, რის გამოც ბაქოში ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებას მიმართა. კვლევების ჩატარების შედეგ კი მას მაიმუნის ყვავილი დაუდასტურდა.
არ კონკრეტდება, ზუსტად რომელ ქვეყანაშუი იმყოფებოდა პაციენტი.
ინფიცირებულის ოჯახის წევრებს, რომლებსაც ახლო კონტაქტი ჰქონდათ ინფიცირებულთან, ჯერ სიმპტომებიო არ აღენიშნებათ. ისინი ამჟამად ახლო სამედიცინო დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან.
შეგახსენებთ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) ე.წ. "მაიმუნის ყვავილის" პირველი ვაქცინა დაამტკიცა. MVA-BN არის პირველი ვაქცინა მაიმუნის ყვავილის წინააღმდეგ, რომელიც დანიურმა ბიოტექნოლოგიურმა კომპანიამ, Bavarian Nordic-მა შექმნა.
როგორც WHO-მ განაცხადა, ვაქცინის პირველი პარტია აფრიკაში, ეპიდემიის შედეგად ინფიცირებულთათვის და ვირუსთან საბრძოლველად იქნება გამოყენებული.
გამოცემა Politico-ს ცნობით, Bavarian Nordic-მა აქამდე ვაქცინის 13 მილიონი დოზის წარმოება გამოაცხადა, თუმცა დანიურმა კომპანიამ ასევე აღნიშნა, რომ "მომდევნო 12-18 თვეში, მას დამატებით 50 მილიონი დოზის მიწოდება შეუძლია, თუმცა ეს დამოკიდებული იქნება მარეგულირებელ ორგანოზე".
WHO-ს გენერალური დირექტორის, ტედროს გბრეიუსის თქმით, MVA-BN ვაქცინის პირველი პარტია მნიშვნელოვანი გადადგმული ნაბიჯია ეპიდემიასთან საბრძოლველად.
ადამიანებში „მაიმუნის ყვავილის“ გავრცელების წინააღმდეგ საბრძოლველად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოყო დაახლოებით 135 მილიონი აშშ დოლარი 2024 წლის აგვისტოში მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში დასახარჯად. 6-თვიანი პერიოდი 2024 წლის სექტემბრიდან იწყება და 2025 წლის თებერვალს მოიცავს. დაფინანსების მიზანია ჯანმოს და მისი წევრი ქვეყნების მხრიდან რეაგირების უზრუნველყოფა.
ორგანიზაციის მტკიცებით, „მაიმუნის ყვავილის“ ვირუსთან ბრძოლა მოითხოვს საერთაშორისო საზოგადოების ყოვლისმომცველ და კოორდინირებულ მუშაობას მოითხოვს“ და მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. დამტკიცებულია სამოქმედო გეგმაც. დოკუმენტი ითვალისწინებს ეპიდზედამხედველობის კომპლექსური სტრატეგიებისა და პროფილაქტიკური ზომების რეალიზაციას, საფრთხეებზე რეაგირებას, კვლევებსა და სამედიცინო მასალებით მომარაგებას. მათ შორის საუბარია დიაგნოსტიკურ ტესტებსა და ვაქცინებზე. ვაქცინაცია მიმართული იქნება ყველაზე მაღალი რისკის მქონე პირებისკენ. ასეთები არიან, მაგალითად, ადამიანები, რომლებსაც ახლო კონტაქტი ჰქონდათ დაავადებულებთან, ასევე სამედიცინო სფეროში მომუშავე პროფესიონალები.