იუსტიციის მინისტრის მოადგილედ ლანა მორგოშია დაინიშნა - ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
„ლანა მორგოშია პროფესიით იურისტია; აქვს საქართველოს იუსტიციის სამინისტროში მუშაობის 12-წლიანი გამოცდილება.
მინისტრის მოადგილედ დანიშვნამდე, იკავებდა იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობას“ - ნათქვამია ინფორმაციაში.