2026 წელს თქვენი ოფისი შესაძლოა ნებისმიერ ადგილას იყოს, სადაც თქვენი ლეპტოპი იქნება.

ახალმა რეიტინგმა დაასახელა 2026 წელს ციფრული მომთაბარეებისთვის საუკეთესო ევროპული ქვეყნები, ყველაფრის გათვალისწინებით – ქირისა და საკვების ფასებიდან დაწყებული Wi-Fi-ს სიჩქარით, ერთობლივი სამუშაო სივრცეების რაოდენობით, უსაფრთხოების დონით და სავიზო რეგულაციებით დამთავრებული.

გლობალურმა მონაცემთა ბაზის სისტემამ, LEI register–მა, გააანალიზა კონტინენტის 40 ქვეყანა 19 სხვადასხვა მაჩვენებლის მიხედვით, რათა დაედგინა დისტანციურად მომუშავე პირებისთვის საუკეთესო დანიშნულების ადგილები. ასევე შეფასდა ინგლისური ენის ცოდნა, ჯანდაცვის სისტემა და ადგილობრივი ღონისძიებების დღის წესრიგის სიმდიდრე – და შედეგად ლიდერი გახდა ესტონეთი.

ვრცლად euronews – ზე