აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე სპეციალური საკარანტინო რეჟიმის მოქმედების ვადა გაახანგრძლივა.

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, შესაბამის დადგენილებას პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა მოაწერა ხელი.

დოკუმენტის მიხედვით, ქვეყანაში სპეციალური საკარანტინო რეჟიმის მოქმედების ვადა მიმდინარე წლის 1 ოქტომბრიდან 2025 წლის 1 იანვრამდე გაგრძელდა.

ცნობისთვის, აზერბაიჯანმა სახმელეთო საზღვრები 2020 წელს დაკეტა.