აზერბაიჯანმა კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით კარანტინი კიდევ ერთხელ გაახანგრძლივა, ამჯერად მიმდინარე წლის 2 ოქტომბრამდე.
სააგენტო Trend-ის ცნობით, შესაბამის განკარგულებას ხელი აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა მოაწერა. დოკუმენტის მიხედვით, ქვეყანაში კოროვირუსული ინფექციის (COVID-19) გავრცელებისა და მისი შესაძლო შედეგების პრევენციის მიზნით, აზერბაიჯანში სპეციალური საკარანტინო რეჟიმის ვადა 2023 წლის 2 ოქტომბრის 06:00 საათამდე გაგრძელდა. მანამდე ქვეყანაში სპეციალური საკარანტინო რეჟიმის მოქმედების ვადა 1 ივლისამდე იყო განსაზღვრული.
ქვეყანაში არსებული სპეციალური საკარანტინო რეჟიმის ყველა ღონისძიებიდან ფაქტობრივად მხოლოდ ერთი მოქმედებს - ქვეყნის სახმელეთო საზღვრები დაკეტილი რჩება 2020 წლის გაზაფხულიდან.
ქვეყანაში გამგზავრება და შესვლა შესაძლებელია მხოლოდ საჰაერო ტრანსპორტით. ერთადერთი გამონაკლისი არის თურქეთთან სახმელეთო საზღვარი ნახიჩევანში, მაგრამ მისი გადაკვეთა მხოლოდ აზერბაიჯანის იმ მოქალაქეებს შეუძლიათ, რომლებსაც აქვთ ნახიჩევანში ბინადრობის ნებართვა.