არაბთა გაერთიანებული საამიროების ლიდერებმა საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო მიუსამძიმრეს. ინფორმაციას ამის შესახებ არაბული მედია ავრცელებს.

„არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა, მისმა უდიდებულესობამ, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანმა სამძიმრის წერილი გაუგზავნა საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო.

მისმა უდიდებულესობამ, ვიცე-პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა და დუბაის მმართველმა, შეიხ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტუმმა და ვიცე-პრეზიდენტმა, ვიცე-პრემიერმა და საპრეზიდენტო სასამართლოს თავმჯდომარემ, მისმა უდიდებულესობამ, შეიხ მანსურ ბინ ზაიდ ალ ნაჰაიანმა მსგავსი წერილები გაუგზავნეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს“, – წერს არაბული მედია.

ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

წყარო: პირველი არხი