რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში, „განათლების უფლება“ სკოლის მოსწავლეების მშობლებმა სასკოლო კვების მიმართულებით არსებული პრობლემები შეაფასეს და აღნიშნეს, რომ საჯარო სკოლების75% არ აქვს ბუფეტი, ხოლო იმ სკოლებს რომლებსაც აქვთ ბუფეტი იქ არსებული საკვები ჯანმრთელობისთვის საზიანოა.

როგორც ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეების მშობელი ხატია მიმინოშვილი აღნიშნავს, კვების ობიექტს, რომელიც მისი შვილების სკოლაშია ბუფეტს ვერ უწოდებს, რადგან იყიდება ყველაფერი ის, რაც სკოლაში არ უნდა იყიდებოდეს.

„ის რაც ჩემი შვილების სკოლაში არის, მე ვერ დავარქმევდი ამას ბუფეტს, მე ვუწოდე მას ე.წ. „ბუტკა“, იქ იყიდება ყველაფერი, რაც არ უნდა იყიდებოდეს სკოლაში, მაიონეზიანი პიცით დაწყებული, ფერადი კანფეტებით დამთავრებული. ეს არ არის ბუფეტი, მე ამას ვერ ვუწოდებ და ვერც მთელი მშობლების არმია, რომელიც ჩვენ სკოლაში ასწავლის შვილს ვერ უწოდებს ბუფეტს. მეიჯარეს აქვს უბრალოდ აღებული ფართი, გამოცხადებულია ტენდერი და შეხვედრის  შემდეგ  ვიგებთ, რომ ეს ობიექტი არ  არღვევს  არანაირ  წესს , ყველაფერი დაცულია,  სურსათის  უვნებლობასაც  შემოწმებული აქვს, მაგრამ ვერ  ცვლიან ვერაფერს, რადგან სხვა შემთხვევაში ფუნქციონირება არ უღირთ.

ჩვენ შევხვდით ბუფეტის მეიჯარეს წლის ბოლოს  და ვთხოვეთ, რომ მოდევნო  საწავლო წლიდან შეეცვალა ფორმა და მართლა ბუფეტის ფორმა  მიეცა, არსებობს რაღაც  სტანდარტი , როცა გეუბნებიან რომ სკოლაში რძის ნაწარმს  ვერ შემოიტანენ რადგან მალფუჭებადია ეს არასწორია.  არსებობს  დადგენილი წესი,  რომელიც უნდა  შეასრულოს მეიჯარემ და სკოლამ . ჯანდაცვამ კიდე ისე უნდა აკონტროლოს ეს ყველაფერი, როგორც  სხვა რამეს აკონტროლებენ და  რძის ნაწარმი, რომ ვერ შეაქვთ ეს მხოლოდ  ერთი მიზეზით  ხდება, ისინი ვერ უზრუნველყოფენ იმის შენახვას. რა თქმა უნდა ჩიფსი იდება წლობით და არც ვადის გადამოწმება სჭირდება.“ - აღნიშნა ხატია მიმინოშვილმა

მეორე მშობელი მაკა ახვლედიანი აღნიშნავს, რომ მისი შვილის სკოლაში ბუფეტი საერთოდ არ არის, ხოლო სკოლაში წასვლამდე საუზმეზე მისი შვილები უარს ამბობენ, რადგან არ შიათ, თუმცა შივდებათ მესამე გაკვეთილიდან და უწევთ, რომ 7გაკვეთილის ჩათვლით იყვნენ მშივრები და პირველი კვებაც ორ საათზე უწევთ.

„ჩვენი სკოლა არის ერთ-ერთი სადაც ბუფეტი არ არის, ვისურვებდით რომ არსებობდეს, თუმცა  ტენდერი უნდა გამოცხადდეს, რომელსაც ვალდებულება მოჰყვება და ამ ვალდებულებას შეასრულებს ის ვინც იქირავებს. პრობლემა მოგვარდება თუ შესრულდება ის ვალდებულება რასაც მშობლები მოვითხოვთ, მაგალითად არ იყოს გაზიანი სასმელები და სხვა მავნებელი პროდუქტები სკოლაში. ჩაერთოს სურსათის სააგენტოც, მოხდეს პერიოდულად გაკონტროლება იმისა, რომ სკოლაში ჯანსაღი პროდუქცია იყიდება და შენახვის პირობებიც დაცულია.

გამომდინარე იქიდან, რომ ბუფეტი სკოლაში საერთოდ არ გვაქვს და სკოლა ორზე სრულდება ბავშვებს უწევთ რომ პირველი კვება 6 გაკვეთილის შემდეგ 2 საათზე ჰქონდეთ, ეს უმნიშვნელოვანესი საკითხია“ - აღნიშნა მაკა ახვლედიანმა.

ხატია მიმინოშვილმა გადაცემაში კიდევ ერთ პრობლემაზე ისაუბრა რაც ბავშვებში უხერხულობის განცდას ეხება, მისი თქმით სკოლის მოსწავლეებს არ სურთ ისეთი საკვების წაღება რომელსაც სხვას ვერ გაუყოფენ.

„ჩემ შემთხვევაში ერთი გზა არის სუპერმარკეტი, სკოლასთან ახლო მარკეტშ ერთად ვარჩევთ პროდყქთ, მაგალითად დასალევ იოგურტს, თუმცა ხშირად არ  სურთ მისი წაღება და შემოიფარგლებიან ფუნთუშით, რაც ასევე არაჯანსაღია და  შემდეგში იწვევს პრობლემებს და შემდეგ სახელმწიფო დააფინანსებს  ჩვენი შვილების დიაბეტის თუ სიმსუქნის მკურნალობას. ეს საკითხი არა შემდეგ, არამედ ახლავეა მოსაწესრიგებელი“ - აღნიშნა ხატია მიმინოშვილმა.

მშობლებმა  შეადგინეს  პეტიცია მოთხოვნით, რომ სკოლებში იყოს  ჯანსაღი კვება  და კითხვაზე თუ რამდენად არის ეს პრობლემა მოგვარებადი ხატია მიმინოშვილი პასუხობს, რომ ამ პრობლემის გადამწყვეტი პირების შვილები  კერძო სკოლით სარგებლობენ და მათთან ეს პრობლემა არ დგას, მაგრამ თუ მათ შვილებიც  ისარგებლებენ საჯარო სკოლებით ამ შემთხვევაში შესაძლოა დაჩქარდეს პროცესი.

„გადაწყვეტილების მიმღები პირები , რომლებიც  მშვიდად არიან თავისი შვილების უსაფრთხოებით და კვებით ალბათ ნალებად იფიქრებენ, იმიტომ რომ ეს მათ არ ეხებათ და ისევ მშობლებმა უნდა  ვიბრძოლოთ, იმიტომ რომ ესეც  უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია“ - აღნიშნა მაკა მიმინოშვილმა.