9 თვეში გერმანიიდან საქართველოში 1 380-მდე ადამიანის დეპორტი განხორციელდა.

ზოგადად 2025 წლის 9 თვეში გერმანიიდან დეპორტაციების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. კერძოდ, იანვრიდან სექტემბრამდე ქვეყნიდან 17 651 ადამიანი იქნა დეპორტირებული. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს რიცხვი 14 706 იყო, თითქმის 20%-ით ნაკლები.

დეპორტირებულთა უმეტესობა თურქეთსა (1,614) და საქართველოში (1,379) გადაიყვანეს. დეპორტირებულთაგან თითქმის ყოველი მეხუთე (3,095) ბავშვი ან მოზარდი იყო.

შეგახსენებთ, 23 ოქტომბერს გერმანიამ საქართველოში 48 ადამიანი ჩარტერული რეისის დახმარებით დაადეპორტა,მათ შორის იყო ზელიმხან ხანგოშვილის ძმა, ზურაბ ხანგოშვილი და მისი ოჯახის წევრები.

ერთი კვირის წინ გერმანიამ საქართველოდან ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია. მალევე საერთაშორისო მედიაში დაიწერა, რომ საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერს გაწვევა საქართველოს პრორუს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და პეტერ ფიშერს შორის ხანგრძლივი ესკალაციის კულმინაცია

Spiegel-ის სტატიაში წერია, რომ ფიშერმა საქართველოს მთავრობის ავტორიტარული სტილი საჯაროდ არაერთხელ გააკრიტიკა. ამასთან, დიპლომატს პრობლემები შეექმნა ოპოზიციური ფიგურების სასამართლო სხდომებზე დასწრების გამო. თვეების განმავლობაში საქართველოს მთავრობამ ფიშერი მკაცრად გააკრიტიკა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის სახლის დაქირავების შემდეგ.

გამოცემა ხაზს უსვამს, რომ ფიშერი არ არის ევროკავშირის ერთადერთი წარმომადგენელი, რომელთანაც საქართველოს მთავრობას უთანხმოება აქვს. სტატიაში აღნიშნულია, რომ გასული კვირის ხუთშაბათს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი დააჯარიმა მას შემდეგ, რაც მან მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციებს სოლიდარობა გამოუცხადა.