საქართველოში მყოფი ბელარუსის მოქალაქეების 22.7% შეფასებულია, როგორც საქართველოს რეზიდენტები, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლების შესახებ გამოქვეყნებულ მონაცემებშია აღნიშნული.

„2025 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით საქართველოში მყოფი ბელარუსის მოქალაქეების 22.7% შეფასებულია როგორც 1 წელზე მეტი ვადით მყოფი ან აპირებენ საქართველოში 1 წელზე მეტი ვადით დარჩენას, თანახმად საერთაშორისო სავალუტო ფონდის მეთოდოლოგიისა ისინი არიან საქართველოს რეზიდენტები და მათ მიერ გაწეული ხარჯები არ შედის საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულ შემოსავლებში,“ აღნიშნულია ინფორმაციაში.

ცნობისათვის, 2025 წლის მესამე კვარტალში საქართველომ ტურიზმიდან 1.666 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6.5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, შარშან მესამე კვარტალში შემოსავალმა 1.563 მლრდ დოლარი შეადგინა.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ 2025 წლის მე-3 კვარტალში ბელარუსის მოქალაქეებმა საქართველოში მოგზაურობისას 36.9 მლნ ლარი დახარჯეს.

რაც შეეხება 2025 წლის 1-ელი 9 თვის მაჩვენებლებს, სებ-ის მონაცემებით, იანვარ-სექტემბერში ტურიზმიდან შემოსავლებმა 3.637 მლრდ ლარი შეადგინა, მაშინ როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 3.461 მლრდ ლარი იყო

bpn.ge