ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, აჭარაში მცხოვრები ყოველი მეორე თუ არა, ყოველი მესამე ადამიანი სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაშია.
სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, 2023 წლის აგვისტოს თვის მონაცემებით, სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში, აჭარაში მცხოვრები 147 002 ადამიანია შეყვანილი.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2023 წლის ბოლო მონაცემებით კი, აჭარაში სულ 361 411 ადამიანი ცხოვრობს.
„ამ მონაცემებს თუ შევადარებთ, აჭარაში მცხოვრები მოსახლეობის 40,7 პროცენტი სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაშია.„
სოცსააგენტოს მონაცემებით, ამ სიაში მყოფთაგან ყველაზე მეტი ბათუმსა და ქობულეთში ცხოვრობს [შესაბამისად: 40 650 და 40 047 ადამიანი]. შემდეგ მოდის აჭარის დანარჩენი მუნიციპალიტეტები: ხელვაჩაური, ხულო, ქედა და შუახევი.
ვრცლად იხილეთ: batumelebi.netgazeti.ge