მსოფლიოს 205 ქვეყნიდან, დედამიწაზე ყველაზე დიდი ტერიტორია - 3.34% რუსეთს უკავია. ამის შესახებ Visual Capitalist-ი გაეროს სტატისტიკის სამმართველოს (UNSD) მონაცემებზე დაყრდნობით წერს.

Visual Capitalist-ის მიხედვით, საქართველოს 69,700 კვ/კმ და დედამიწის მიწის ფართობის 0.014% უჭირავს. რაც შეეხება ჩვენს მეზობელ ქვეყნებს - სომხეთს 29,743 კვ/კმ და 0.006% აქვს; თურქეთს - 783,562 კვ/კმ და 0.154%; აზერბაიჯანს - 86,600 კვ/კმ და 0.017%; უკრაინას - 603,500 კვ/კმ და 0.118%.

სამეულშია კანადა 1.93%-ით და ჩინეთი 1.88%-ით. დედამიწის ზედაპირზე 510 მილიონ კვადრატულ კილომეტრზე მეტი ფართობია, მაგრამ მისი 30%-ია დაფარულია ხმელეთით. დანარჩენი წყალია. დედამიწის ზედაპირის დარჩენილი 70% წყალია: 27% ტერიტორიული წყლები და 43% საერთაშორისო წყლები ან ტერიტორიები ეროვნული იურისდიქციის მიღმა.

ქვეყნების რაოდენობა, რომელთა ფართობს დედამიწაზე 1%-ზე ნაკლები უჭირავს 195-ია.

დედამიწაზე ყველაზე დიდი ფართობის მქონე ქვეყნების ოცეული ასეთია:

რუსეთი 17,098,246 კვ/კმ - 3.352%;

ანტარქტიდა 14,000,000 კვ/კმ - 2.745%;

კანადა 9,984,670 კვ/კმ - 1.958%;

ჩინეთი 9,596,961 კვ/კმ - 1.881%;

შეერთებული შტატები 9,525,067 კვ/კმ - 1.867%;

ბრაზილია 8,515,767 კვ/კმ - 1.670%;

ავსტრალია 7,692,024 კვ/კმ - 1.508%;

ინდოეთი 3,287,263 კვ/კმ - 0.644%;

არგენტინა 2,780,400 კვ/კმ - 0,545%;

ყაზახეთი 2,724,900 კვ/კმ - 0.534%;

ალჟირი 2,381,741 კვ/კმ - 0.467%;

კონგო 2,344,858 კვ/კმ - 0.460%;

გრენლანდია (დანია) 2,166,086 კვ/კმ - 0.425%;

საუდის არაბეთი 2,149,690 კვ/კმ - 0.421%;

მექსიკა 1,964,375 კვ/კმ - 0.385%;

ინდონეზია 1,910,931 კვ/კმ - 0.375%;

სუდანი 1,861,484 კვ/კმ - 0.365%;

ლიბია 1,759,540 კვ/კმ - 0.345%;

ირანი 1,648,195 კვ/კმ - 0.323%;

მონღოლეთი 1,564,110 კვ/კმ - 0.307%.