რუსეთის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა გაეროში დიმიტრი პოლიანსკიმ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება „სიბრძნისთვის“ შეაქო და გააკრიტიკა გაეროს უშიშროების საბჭოს ევროპული ქვეყნები, რომლებმაც აგვისტოს ომის მე-17 წლისთავზე საქართველოს მხარდამჭერი განცხადება მიიღეს.
„თქვენ ახლა ნახეთ ევროპული დიპლომატიის საბრალო უსარგებლობის ცოცხალი ილუსტრაცია. მათ სცადეს, ნაფტალინიდან ამოეღოთ კონფლიქტი, რომელიც დღეს იმდენად აქტუალური აღარ არის, რომ უშიშროების საბჭოს მისი განხილვა დასჭირდეს, ერთადერთი მიზნით — ძირი გამოუთხარონ რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობის ნორმალიზაციის მიმდინარე ძალისხმევას“, — განაცხადა პოლიანსკიმ.
მან თქვა, რომ რუსეთ-საქართველოს სავაჭრო ბრუნვა არის 2.5 მილიარდი დოლარი და შარშან 1.5 მილიონმა რუსმა ტურისტმა მოინახულა საქართველო.
„ეს მოწმობს ჩვენი ორი ერის სურვილზე, აღადგინონ კავშირები და ნორმალიზდეს ურთიერთობა. მაგრამ არიან ისეთებიც, ვისაც ასეთი სცენარი არ აწყობს. ისინი, ვისაც სურდა, საქართველო თავიანთი გეოპოლიტიკური ინტერესების პაიკად ექცია, ფიქრობენ, რომ უკრაინასთან წარმატებას მიაღწიეს. თუმცა, საქართველოს ხელმძღვანელობას საკმარისი სიბრძნე აღმოაჩნდა, რომ ასეთი ბოროტი სცენარი უარეყო. თუმცა ჩვენს ევროპელ კოლეგებს ეს მოსვენებას არ აძლევს და ცდილობენ, საქართველო მიიყვანონ იმავე ტრაგედიამდე, რაშიც უკვე ჩააგდეს უკრაინა. ჩვენ ასეთ მცდელობებს შევეწინააღმდეგებით“, — განაცხადა რუსმა დიპლომატმა.
მისი თქმით, რუსეთი დაინტერესებულია „საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებით“ და „ამ ქვეყნებს შორის“ თავდაუსხმელობისა და ძალის გამოუყენებლობის შესახებ ხელშეკრულებების ხელმოწერით.
2025 წლის 18 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის მე-17 წლისთავთან დაკავშირებით, გაერო-ს უშიშროების საბჭომ დახურულ სხდომაზე იმსჯელა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტზე.
სხდომის დასრულების შემდეგ, საქართველოს მხარდამჭერი ერთობლივი განცხადება გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთის, სლოვენიის, დანიის, საბერძნეთისა და ლატვიის წარმომადგენლებმა გააკეთეს.
ევროპელებმა სცადეს, ნაფტალინიდან ამოეღოთ კონფლიქტი, რომელიც აქტუალური აღარ არის, რათა ძირი გამოუთხარონ რუსეთს-საქართველოს ურთიერთობის ნორმალიზაციის ძალისხმევას - რუსეთის რწმუნებული გაეროში 2008 წლის ომზე
ჩვენ ველოდებით ოფიციალური ვაშინგტონის პოზიციას საქართველოსთან ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით - ირაკლი კობახიძე
სინგაპურში შეხვედრები საქართველოში ახალი ინვესტიციების მოზიდვას შეუწყობს ხელს - ირაკლი კობახიძე
"მხარეებმა განიხილეს ანაკლიის ნავსადგურის განვითარების გენგეგმის ალტერნატივები" - იოსელიანი ნიდერლანდებში შეხვედრებს მართავს
როდესაც გინდა, დაეხმარო ქვეყანას, ფული უნდა ჩაასხა. ეს ერთადერთხელ გააკეთა აშშ-ის ძველმა ადმინისტრაციამ და ევროპულმა ბიუროკრატიამ - კობახიძე
კობახიძის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სურვილია, აღდგეს აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა სუფთა ფურცლიდან, კონკრეტული გზამკვლევით