2024 წელს დასასრულებელ კორპუსებში ბინების მხოლოდ 18%, 2025 წლის პროექტებში კი 34%-ია გასაყიდად დარჩენილი, ამის შესახებ „გალთ ენდ თაგარტის“ კვლევაშია აღნიშნული.

კერძოდ, კლევის თანახმად, 2024 წელს დასასრულებელ პროექტებში ბინების 82%-უკვე სრულად გაყიდულია, შესაბამისად, დარჩენილია მხოლოდ 18%; 2025 წელს დასასრულებელ პროექტებში 66%-ია უკვე გაყიდული, ხოლო იმ პროექტებში, რომელთა დასრულებაც 2026-2028 წლებში იგეგმება, ბინების თითქმის ნახევარი - 41%-ია უკვე გაყიდული, შესაბამისად, გასაყიდად ხელმისაწვდომია ბინების 59%.

ამასთან, როგორც „გალთ ენდ თაგარტის“ კვლევაშია აღნიშნული, 2024 წლის მარტში თბილისში 229.4 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბინები გაიყიდა, რაც წლიურად 8.4%- იანი კლებაა.