ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2023 წელს საქართველოში მკურნალობისა და გაჯანსაღების მიზნით 28 938 ვიზიტი განხორციელდა (საერთო ვიზიტების 0,5%), 2022-ში კი ეს მაჩვენებელი 21 570 (0,5%) იყო, რაც თითქმის 35%-იანი ზრდაა.
2024 წლის პირველ კვარტალში, საერთაშორისო ვიზიტებს შორის 5 203-ის შემთხვევაში მიზანი სამკურნალო და გამაჯანსაღებელი პროცედურების ჩატარებაა. ეს კი საერთაშორისო ვიზიტების 0,4%-ს შეადგენს.
2023 წლის პირველ კვარტალში ეს მაჩვენებელი 2 136 იყო (საერთო ვიზიტების 0,2%). შესაბამისად, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით მაჩვენებელი 2,4-ჯერაა გაზრდილი.
აღსანიშნავია, რომ პანდემიამდელ, 2019 წელს საქართველოში მკურნალობისა და გაჯანსაღების მიზნით 135 887 ვიზიტი განხორციელდა. თუმცა, ამ პერიოდის შემდგომ დაწყებულმა პანდემიამ, 2022 წლის დასაწყისში კი რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ კი, სხვადასხვა გამაჯანსაღებელი და სამკურნალო პროცედურის ჩატარების მიზნით ჩამოსული, ისევე როგორც ზოგადად, სხვა ვიზიტორების რაოდენობა მკვეთრად შემცირდა. თუმცა, როგორც აღინიშნა, წლევანდელი წლის პირველი კვარტლის მონაცემები ზრდას აჩვენებს.