გაეროს ბავშვთა ფონდისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2022 წელს მთელ მსოფლიოში გეგმური იმუნიზაცია 4 მილიონით მეტმა ბავშვმა მიიღო, ვიდრე 2021 წელს.
იმ ბავშვების რაოდენობა, რომლებმაც 2021 წელს ყველა გეგმური აცრა გამოტოვეს, 18,1 მილიონია, 2022 წელს კი მათმა რაოდენობამ 14,3 მილიონი შეადგინა. პანდემიამდელ, 2019 წელს ეს მაჩვენებელი 12,9 მილიონს შეადგენდა.
კიდევ ერთი სტატისტიკის თანახმად, 2021 წელს 24,4 მილიონმა ბავშვმა გამოტოვა ერთი ან რამდენიმე ვაქცინაცია, 2022 წელს კი ასეთი კატეგორიის ბავშვების რაოდენობა 20,5 მილიონამდე შემცირდა. თუმცა, ეს მონაცემი 2019 წლის სტატისტიკას (18,4 მილიონი ბავშვი) მაინც აჭარბებს.
იუნისეფმა და ჯანმომ გააანალიზეს 183 ქვეყნის იმუნიზაციის მონაცემები, რომელშიც გეგმური ვაქცინაცია 13 დაავადებაზე მოქმედებს.73 ქვეყნიდან, სადაც პანდემიის დროს იმუნიზაცია მკვეთრად შემცირდა, 15 უკვე დაუბრუნდა პანდემიამდელ დონეს, 24 კი ამ პროცესის აღდგენის გზაზე დგას.