Global Forest Watch-ის მონაცემებით, 2001 წლიდან 2022 წლამდე საქართველომ 11,1 ათასი ჰა ტყის საფარი დაკარგა.
ჯამში 2000 წლიდან დღემდე საქართველოში ტყის საფარი 0,35%-ით არის შემცირებული.
ამავე ინფორმაციით, 2001 წლიდან 2022 წლამდე ტყის საფარის 0.89%-ის განადგურება მოხდა იმ ადგილებში, სადაც ზიანის მიზეზი ტყეების გაჩეხა იყო.
ამავე პერიოდში განადგურებული ხეების 52% სამ რეგიონზე მოდის. სამცხე-ჯავახეთს ჰქონდა ტყის საფარის ყველაზე დიდი დანაკარგი - 3 280 ჰა.
დანარჩენი რეგიონების მონაცემები ასეთია: კახეთი -1 330 ჰა, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 1 1300 ჰა, იმერეთი - 1 050 ჰა, აფხაზეთი - 1 010 ჰა.